“უკეთესი იქნება, რომ ყველა ჩვენი საქმით დავკავდეთ. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება იმდენად მიუღებელი და ამორალურია, რომ ნებისმიერი რამ, რაც მასთან შეხებაშია უდიდეს დისკომფორტს ქმნის”, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს.
მინისტრმა ეს კომენტარი დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მოსაზრების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა, რომლებზეც მაკომპრომეტირებელი ჩანაწერი არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ.