“უკანონოდ და არმად ნაშოვნ მილიარდებს ივანიშვილს დავაკარგინებთ” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ამერიკელი კონგრესმენის სტივ რასელის მიერ წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოს სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკის სანქციების დარეგისტრირებას ეხმაურება.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია, რადგან ბიძინა ივანიშვილი, საერთაშორისო სანქციებში მოექცევა და უკანონოდ მოპოვებულ მილიარდებს დაკარგავს.

„დიდი ხანია ვმუშაობთ ამერიკელ კოლეგებთან იმის თაობაზე, რომ პოლიტიკაში შემოპარული, შემომძვრალი ოლიგარქი თავისი ბანკირებით, რომლებმაც კაპიტალი იშოვეს კრიმინალური მეთოდებით და იგივეს აგრძელებენ ახლა ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე, მოექცნენ საერთაშორისო სანქციების ფორმატში. ჩვენ უკანონოდ და არმად ნაშოვნ მთელ მილიარდებს ივანიშვილს დავაკარგინებთ და მოვაქცევთ მათ ქართველი ხალხის განკარგულებაში,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაუდიტის სამსახური თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიშს გამოაქვეყნებს
შემდეგი სტატია“საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში არსებობს თავისუფალი სასამართლო“ – დავით ბაქრაძე