უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინდა

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის სხვადასხვა უბანში, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში – მეტროპოლიტენის სადგურებისა და ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, პირთა ჯგუფს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები ჰქონდათ განთავსებული.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია კანონის დარღვევით მოქმედი ექვსი ერთეული სათამაშო აპარატი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ICI-ს დამფუძნებელი ხდება
შემდეგი სტატიაოზურგეთში, არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს -ISFED