უგულავას წერილის განხილვა – “ენმ” პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

„ნაციონალური მოძრაობა” დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

სხდომა 19:30 საათზეა ჩანიშნული და კახეთის გზატკეცილზე მდებარე ოფისში გაიმართება.

სხდომაზე განსახილველი თემები არ კონკრეტდება, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, პოლიტსაბჭოზე გიგი უგულავას წერილზე ისაუბრებენ, სადაც დედაქალაქის ყოფილი მერი, სხვა საკითხებთან ერთად, პარტიის თავმჯდომარის შეცვლის აუცილებლობაზეც საუბრობს.

აღნიშნულთან მიმართებით კომენტარი გააკეთა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა:

“მიხეილ სააკაშვილი იმის გამო, რომ მას ჩამოართვა მოქალაქეობა ივანიშვილის რეჟიმმა, საქართველოს კანონმდებლობით ვერც იქნება საქართველოში პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და ის ფორმალურად ახლა არც არის პარტიის თავმჯოდმარე.

გავეცნობით ბუნებრივია ყურადღებით. მითუმეტეს, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს დღეს საღამოსაც პოლიტსაბჭო, სადაც უნდა იყოს მსჯელობა იმის თაპბაზე თუ როგორ უნდა მოემზადოს პარტია იმისათვის, რომ ჩვენ გავუწიოთ სერიოზული წინააღმდეგობა ბიძინა ივანიშვილს. და ბუნებრივია ის გამოთქმული მოსაზრებები, რაც წერილში არის იქნება ძალიან ყურადსაღები ჩვენი მომდევნო შიდა დისკუსიებისათვის. ” განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიინციდენტი ზვარეში – ხარაგაულში გაფიცვა გრძელდება
შემდეგი სტატიაქართული დიპლომატიის დღისთან დაკავშირებით სადღესასწაულო მიღება იმართება