უგულავას და ე.წ. კაბელების საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოში მსჯელობა განახლდა

სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეზე გაერთიანებული სარჩელის განხილვა განახლდა. სდომა სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიან “სისხლის სამართლის კოდექსის” 182-ე მუხლს, რომელიც გაფლანგვას გულისხმობს.

სხდომის დაწყებამდე მხარეებმა კიდევ ერთხელ გააცნეს ჟურნალისტებს საკუთარი პოზიცია.

გიგი უგულავას ადვოკატს მიაჩნია, რომ მოქმედი მუხლი არ არის მკაფიო და ის შეიძლება, კანონიერად გახარჯული თანხის შემთხვევაშიც იყოს გამოყენებული პოლიტიკური ან სხვა რაიმე დატვირთვის მქონე საქმეების განხილვის დროს ამა თუ იმ ადამიანის დასაპატიმრებლად.

ე.წ. კაბელების საქმეში ბრალდებულთა ადვოკატი სოსო ბარათაშვილი კი ამბობს, რომ მუხლს აკლია განმარტებები.

ადვოკატების პოზიციას არ იზიარებს პარლამენტის იურისტი. მას მიჩანია, რომ მუხლი არ არის ბუნდოვანი.

არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო სასამართლომ განხილვები განუსაზღვრელი ვადით გადადოს, ამისათვის პლენუმის 5 მოსამართლის თანხმობა არის საჭირო.

banner
წინა სტატიაშიგერმანული მედიის ცნობით, თავდამსხმელი ალი დევიდ სონბოლია
შემდეგი სტატიაერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი ლოგო და პარტიული სია წარმოადგინა