უეფას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სლოვენიის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ ჩეფერინი ევროპის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელად აირჩიეს – დღეს ორგანიზაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.
გადაწყვეტილება ათენში უეფას კონფერენციაზე იქნა მიღებული. ჩეფერინმა 55 შესაძლოდან 42 ხმა მიიღო. მისმა ოპონენტმა, ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა მიხაელ ვან პრაგამ კი – 13 ხმა.
გარდა ამისა, კონგრესზე მიშელ პლატინიმ ოფიციალურად განაცხადა წასვლის შესახებ – ის უეფას 2007 წლიდან ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაშისტურუას საქმის შემდეგ სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლაზე კიდევ ერთი ოჯახი ალაპარაკდა
შემდეგი სტატიაბარსელონაში ტურისტების ავტობუსი ავარიაში მოყვა