UEFA-ს სუპერთასის ბილეთები სალაროებში გაიყიდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას ინფორმაციით, მათ UEFA-სგან მიიღეს სიტყვიერი თანხმობა, რომ ბილეთების გაყიდვის პროცესიდან biletebi.ge გამოთიშულიყო.

როგორც სიჭინავამ “რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა “არჩევნაში” განაცხადა, ბილეთების ბეჭდვა ხვალიდან დაიწყება და სალაროებში გაყიდვა უახლოეს მომავალში მოხდება.

“ის ბილეთები, რომლებიც უკვე გაიყიდა, რა თქმა უნდა მყიდველებს შეუნარჩუნდებათ. მთელი დღის განმავლობაში გვქონდა მიმოწერა UEFA-სთან, სადაც ჩვენ ვითხოვდით biletebi.ge-სთან ურთიერთობის შეწყვეტას და მივიღეთ სიტყვიერი პასუხი. ამ პროცესიდან biletebi.ge გამოეთიშა. ეს არის უპრეცენდენტო, რომ პირველად ასეთ დიდ თამაშზე ბილეთები სალაროებიდან გაიყიდება, ამიტომ ხვალ ჩვენ გვექნება შეხვედრა, ვიდეოკონფერენცია სადაც იქნება განხილული, როგორ დავიცავთ ამას, როგორ მივაწვდით და რა სისტემით გავყიდით. რამდენიმე დღე დაგვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ დავბეჭდოთ ეს ბილეთები და მივაწოდოთ გულშემატკივრებს”, – განაცხადა სიჭინავამ.

მისივე თქმით ბილეთების ის რაოდენობა რაც გამოყოფილია ქართველი გულშემატკივრებისთვის, მათ აუცილებლად მიეწოდებათ.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” თბილისში პირველ რაიონულ ოფისს ხსნის
შემდეგი სტატიაbiletebi.ge ბოდიშს იხდის