თენგიზ აგრბა:უძრავი ქონების უცხოელებზე მიყიდვის თემა საბოლოოდ დაიხურა

agrba„უძრავი ქონების უცხოელებზე მიყიდვის თემა საბოლოოდ დაიხურა. ვინც ფიქრობს იმას, რომ ამ მეთოდებით შესაძლებელია ვინმეს დაშინება, ის ცუდად იცნობს ჩვენს ბუნებას. ჩვენგან რადიკალების შექმნა და პროვოკაციის მოწყობა სურთ, მაგრამ ვერ გათვალეს. საკითხს ცივი გონებით გადავჭრით და ისე, რომ აფხაზეთის შიდა საკითხები წყდებოდეს თავად აფხაზეთში. აფხაზმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც შიდა პოლიტიკურ საკითხებზე უცხოეთის მოქალაქეებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, გარკვევით და ცხადად უნდა დააფიქსირონ ის გარემოება, რომ აფხაზეთში არ არის ანტირუსული განწყობა. თუკი ვინმე საუბრობს ამაზე, ეს ცრუ ინფორმაციაა, რომელსაც ავრცელებენ არა მხოლოდ აფხაზი ხალხის, არამედ აფხაზურ-რუსული ურთიერთობის მტრებიც. საკუთარი თავის დაფასებაა საჭირო, თორემ ჩვენ ისე არავინ დაგვაფასებს” – განაცხადა  აფხაზეთის ე.წ პარლამენტის წევრმა თენგიზ აგრბამ აფხაზეთში დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვას.

banner
წინა სტატიაშიეკვადორიაში მიწისძვრას 233 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატია(video) ირაკლი ალასანია სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროვებს