უძრავი ქონების აგენტმა მილიარდერის და მისი მეუღლის ცხედრები სარდაფში იპოვა

კანადელი მილიარდერი და მისი მეუღლე საკუთარი სახლის სარდაფში გარდაცვლილები იპოვეს.
პოლიცია ამ ფაქტს “საეჭვოს” უწოდებს, თუმცა მომხდარის გარემოებები ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევა ქალაქ ტორონტოში მოხდა.
ბარი შერმანის და მისი მეუღლის ცხედრები უძრავი ქონების აგენტმა იპოვა. ის მივიდა, რათა ვიზიტორებისთვის მოემზადებინა სახლი, რომელიც გასაყიდად იყო გატანილი. პოლიციის ცნობით, შენობაში ძალით შეჭრის სამხილი არ არის აღმოჩენილი. გამოძიოებას არც ეჭვმიტანილები ჰყავს.
75 წლის ბარი შერმანი კ ანადის ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია “Apotex”- ის დამაარსებელი იყო. კანადელი მილიარდერების სიაში მას მე-12 ადგილი ეკავა. ჟურნალ “Forbes”- ის თანახმად, მისი პირადი ქონება 3,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ბოლო დროს, ბარი შერმანი ჩართული იყო სასამართლო გარჩევებში. მას უჩიოდნენ ახლო ნათესავები – ბიძაშვილები, რომლებიც თვლიან, რომ შერმანმა ისინი დატოვა შემოსავლების გარეშე, თუმცა მის წარმატებაში მათ დიდი წვლილი მიუძღვით.
ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა “The Globe and Mail”.

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილის სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს 40 წელი უსრულდება