უცნობი სიმართლე „ციხის კადრებზე“ – ტელეკომპანია „იბერიას“ სკანდალური ექსკლუზივი

ვინ აფინანსებდა და რამდენი თვე მზადდებოდა „ციხის კადრების“ სპეცოპერაცია, რატომ ვერ გაშიფრა „ვარდოსნების“ უშიშროებამ ციხის თანამშრომლებისა და ყოფილი პატიმრის კონსპირაციული ურთიერთობა, როგორ დაიგეგმა „კარანტინის“ დაშლის ფარული გადაღება და სად ინახებოდა პატიმართა წამების ვიდეოები გასაჯაროვებამდე? – ამის შესახებ იქნება საუბარი გადაცემაში „ინტერვიუ ვანიჩკასთან“, რომელიც დღეს, ტელეკომპანია „იბერიას“ ერთერში საღამოს, 21:30 საათზე გავა.

როგორც გადაცემის ავტორი და პროდიუსერი, ჟურნალისტი ვანო პავლიაშვილი ამბობს, მაყურებელს შოკისმომგვრელი ინტერვიუ ელოდება ადამიანთან, რომელიც ხუთწლიან დუმილს სწორედ დღეს დაარვევს. აღსანიშნავია, რომ გადაცემის ავტორი რესპონდენტის ვინაობას არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ საზოგადოება ყველაფერს დღეს, საღამოს შეიტყობს.

„როგორც ყველა, დღევანდელი ინტერვიუც ეთერში მონტაჟის გარეშე გავა და ე.წ. „ციხის კადრებზე“ დღემდე უცნობი დეტალები გახდება ცნობილი“, – აცხადებს პავლიაშვილი.

აქვე, შეგახსენებთ, რომ „ინტერვიუ ვანიჩკასთან“ ტელეკომპანია „იბერიას“ ახალი პროექტია, რომელიც ეთერში ყოველ ოთხშაბათს, 21:30 საათზე გადის. პირველი გადაცემის სტუმარი სახელმწიფო სადაზვერვო სამსახუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი ბათიაშვილი იყო, რომელსაც ვანო პავლიაშვლი შიო მღვიმის მოანსტერში შეხვდა. ბათიაშვილის დაუმონტაჟებელმა ინტერვიუმ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში„იმედი მაქვს, ყველა დამნაშავე რეალურად იქნება დასჯილი“ – ჯეჯელავა საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე
შემდეგი სტატია„თავისუფალი დემოკრატებისა“ და „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ერთობლივი განცხადება