უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6538 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6499 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.39 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0904 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0882 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.22 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6838 ლარს შეადგენს, ასევე, გაუფასურდა ფუნტი და 3.4714 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან, 14 ნოემბრიდან შევა ძალაში.

banner
წინა სტატიაშითამარ კეკენაძე – როგორც ჩანს, პრემიერ კვირიკაშვილს უსაფრთხოების სექტორის ანა-ბანა არ ესმის
შემდეგი სტატიასაქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია