უცხოური მედია მოლდოვაში დაგეგმილ კონფერენციაზე წერს, რომელშიც ირაკლი კობახიძე მონაწილეობს

Associated Press, The Washington Post და New York Times მოლდოვაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას ეხმაურებიან, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად გაუძღვება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

„Associated Press-ის ინფორმაციით, კონფერენციაზე სამი ყოფილი საბჭოთა ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ. როგორც სააგენტო აღნიშნავს, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსული აგრესია შეშფოთების მიზეზად რჩება.

მისივე ცნობით, კონფერენციაზე, რომელსაც საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უხელმძღვანელებენ, მსჯელობის მთავარი თემა „ევროპასთან ინტეგრაციის საერთო მისწრაფებები და რეგიონული უსაფრთხოება იქნება“. ასევე, აღნიშნულია, რომ „სამივე ქვეყანა საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას“. Associated Press-ზე დაყრდნობით, კიშინოვში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციიას ეხმაურებიან The Washington Post და New York Times.

საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“ 2 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობას პოლიტიკოსები, ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მიიღებენ“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიფოთში ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 წლის ბავშვი დაშავდა
შემდეგი სტატიადავით ასათიანი: ადვოკატისგან მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროება მიუღებელია