სახალხო დამცველმა წლიური ანგარიში გაასაჯაროვა. ანგარიშზე დილიდან თბილისი მარიოტში მსჯელობენ.
უჩა ნანუაშვილის თქმით, ერთერთი სფერო, სადაც გამოწვევები შეინიშნება სასამართლოა.
„მთავარი სფეროები, სადაც გამოწვევები შეინიშნება არის სასამართლო, მართლმსაჯულების სფერო, ეფექტური გამოძიების საკითხი, პროკურატურა, ქალთა მიმართ ძალადობა, შეუწყნარებლობის გამოვლენა და მასზე არასათანადო რეაგირება, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირება. არის პრობლემური სფეროები, სადაც სერიოზული გამოწვევებია,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.