უჩა ნანუაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს

მედიაომბუდსმენის შექმნის საკითხს სახალხო დამცველი ეხმაურება. უჩა ნანუაშვილისთვის გაუგებარია რატომ არის აღნიშნული ინსტიტუცის შექმნის აუცილებლობა საქართველოში:

„მე ზუსტად ვერ გავიგე, თუ რა ინსტიტუტზეა საუბარი, რადგან სახალხო დამცველი ისედაც არის უფლებამოსილი, მოახდინოს კონკრეტული ფაქტების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადოს სხვადასხვა უწყებებისთვის, მათ შორის მედიასთან დაკავშირებით და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ანუ, ამ ფუნქციას სახალხო დამცველის აპარატი თავისი მანდატის ფარგლებში ისედაც ახორციელებს. რა აუცილებლობაა ამ მიმართულებით მსგავსი ინსტიტუტის შექმნის, ცოტა გაუგებარია და ეს კითხვა დავუსვი მე ეუთოს ექსპერტებსაც, რომელთაც ასევე არ ჰქონდათ კონკრეტული წარმოდგენა, თუ რას ითხოვენ მათგან,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“დოკუმენტი რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნება, იქნება არა კონსტიტუცია, არამედ ოცნების წესდება”- კუკავა
შემდეგი სტატიაელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა