უჩა ნანუაშვილი: 2015 წელს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევამ მასშტაბური სახე მიიღო

სახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, 2015 წელს მასშტაბური სახე მიიღო ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევამ.
“2015 წელს მასშტაბური სახე მიიღო ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობის დარღვევამ. დაფიქსირდა წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელება და საჯაროდ ჩვენება. დაუსჯელობის სინდრომმა და არაეფექტურმა გამოძიებამ ფაქტობირვად სტიმულირება მოახდინეს აღნიშნული დანაშაულის, რამაც კულმინაციას მიმიდნარე წლის მარტში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მიაღწია“,-აღნიშნა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ეს დანაშაული და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც შექმნა, მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

პარლამენტში სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: ეს პარლამენტი ნახევრად მშობიარობის რეჟიმში იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაკუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე განაჩენი მომავალ კვირაში გამოცხადდება