უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, თუმცა, რამდენიმე პროცედურული ხასიათის ხარვეზი დაფიქსირდა – ”სამართლიანი არჩევნები“

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, თუმცა რამდენიმე უბანზე პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების“ ავრცელებს.

ამ დროისთვის საუბნო კომისიებში წარდგენილია 3 საჩივარი, 2 საჩივარია წარდგენილია საოლქო კომისიებში, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 1 შენიშვნა. ამ დროისთვის ”სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა: მარკირების შემოწმების პროცედურის დარღვევა: საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება: არაუფლებამოსილი პირის მიერ კომისიის წევრის ფუნქციების შესრულება:

სამართლიანი არჩევნები“ ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ID ბარათი ან პასპორტი.

”სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, თუმცა რამდენიმე უბანზე პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების“ ავრცელებს.

ამ დროისთვის საუბნო კომისიებში წარდგენილია 3 საჩივარი, 2 საჩივარია წარდგენილია საოლქო კომისიებში, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 1 შენიშვნა. ამ დროისთვის ”სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა: მარკირების შემოწმების პროცედურის დარღვევა: საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება: არაუფლებამოსილი პირის მიერ კომისიის წევრის ფუნქციების შესრულება:

სამართლიანი არჩევნები“ ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ID ბარათი ან პასპორტი.

”სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ,”-აცხადებენ “სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს
შემდეგი სტატიაბორჯომის ერთ-ერთ უბანზე გადასატან ყუთში 3 ცარიელი კონვერტი აღმოჩნდა