“უბლოკო სტატუსი “ბლეფია”, უსაფრთხოების მხრივ, NATO-ს საქართველოში კონკურენტი არ ჰყავს”

ექსპრემიერი, ბიძინა ივანიშვილი უბლოკო სტატუსის შესახებ “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” ინიციატივაზე კომენტარს აკეთებს.

ივანიშვილმა იმერეთში, მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქართველ ხალხს არჩეული აქვს მიმართულება და ეს არის ევროპა.

“უბლოკო სტატუსი ბლეფია. ჩენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული მიმართულება, რაშიც არამარტო “ქართული ოცნება”, არამედ მთელი საზოგადოებაა შეთანხმებული. ჩვენი მიმართულება კონკურენციის გარეშეა – ევროპა, ევროკავშირი, ევროატლანტიკური სივრცე. უსაფრთხოების მხრივ, NATO-ს საქართველოში, არ ჰყავს კონკურენტი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ნინო ბურჯანაძეს პარლამენტში მოხვედრის დიდი შანსები არ აქვს.

“რუსეთთან ურთიერთობების დალაგება რომ გვინდა, ჩვენც ვამბობთ, მაგრამ არა დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობიანად, ჩვენს ყველაზე დიდი მეზობელთან დავალაგოთ ურთიერთობები და ამაში ნინო ბურჯანაძე ვერ არის გამორჩეული. პარლამენტში მისი შესვლის შანსები დაბალია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: სამეგრელოში მიტინგზე მოსული ხალხიც კი პოზიტიურად შემხვდა
შემდეგი სტატია“მრეწველების” რეგისტრაციიდან მოხსნა – ტყემალაძე ხელისუფლების ინტერესებზე ალაპარაკდა