„უბილეთო მგზავრობისთვის საჭიროა ჯარიმების გაზრდა”- კალაძე

თბილისის არჩეული მერი დადებითად აფასებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმის საფასურის გაზრდას.

„უბილეთო მგზავრობისთვის საჭიროა ჯარიმების გაზრდა. ჩვენ ბევრი მიმართულებით მოგვიწევს მუშაობა. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ჩართულობა და თანადგომა იქნება ძალიან მაღალი. ეს ქალაქი მარტო ჩემი და ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. მართალია მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, ვარ თბილისის მერი, მაგრამ საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქალაქის მოწესრიგებაში, აღმშენებლობაში. სირცხვილი უნდა იყოს ქუჩაში ნაგვის დაყრა, სიგარეტის გადაგდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძემ პირველი დავალება გასცა
შემდეგი სტატიაგიორგი ონიანის დაკავება პროკურატურა განცხადებას ავრცელებს