უბედური შემთხვევა წალენჯიხაში

რამდენიმე საათის წინ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სატყეო უბან “ოხაჩქუეში” 30 წლამდე ასაკის მამაკაცს ხე დაეცა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა მამაკაცი ხეს ჭრიდა. გარდაცვლილი სოფელ ლიის მკვიდრი რინოს მიქავაა. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ფარცვანია ადასტურებს.

როგორც ბესიკ ფარცვანიამ “თაიმერს” განუცხადა, ამ წუთებში მიმდინარეობს ცხედარის გადასვენება პროზექტურაში.

გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს -განუცხადეს “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი: ჩვენ საიმედოდ ვუზრუნველყოფბთ აფხაზეთის უსაფრთხოებას
შემდეგი სტატიახანძარი მთაწმინდაზე-ხანძარი ძლიერდება