უბედური შემთხვევა ტყიბულში – ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ტყიბულში მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სახანძრო ბრიგადა გამოძახების ადგილზე დროულად მივიდა, თუმცა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. ცეცხლის ლოკალიზებას შვიდი სახანძრო მანქანა ცდილობდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შემდეგი სტატიაგორის მინიზოოპარკში ბავშვებმა დათვს პირში თოვლის გუნდა ჩაუგდეს