უბედური შემთხვევა სიღნაღში – გაზის აფეთქების შედეგად 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

სიღნაღში უბედური შემთხვევის შედეგად 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით ქვემო ბოდბეში ერთ-ერთ ოჯახში მოხდა, სადაც ბავშვი სამზარეულოში გაზის ანთებას ცდილობდა და დაგროვილმა გაზმა აფეთქება გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა. აფეთქებას მოჰყვა ნგრევაც.

გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა გურჯაანის რაიონულ პროზექტურაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“ფაქტობრივად, შევდივართ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ფაზაში,” – ელენე ხოშტარია უვიზო მიმოსვლაზე
შემდეგი სტატია“გამოძიება აუცილებლად უნდა წარიმართოს,” – ზვიად ქორიძე ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება