დუბაიში ერთ-ერთ ქუჩაზე ახალგაზრდა ქართველი გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს

dubaiiiiდუბაიში ერთ-ერთ ქუჩაზე ახალგაზრდა ქართველი გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს.ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო khaleejtimes.com ავრცელებს და წერს, რომ დუბაის პოლიცია გოგონას გარდაცვალების მიზეზებს იძიებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ სტატიაშია აღნიშნული, გოგონას, რომელიც სავარაუდოდ 20 წლის იყო, აღმოჩენის მომენტში მხოლოდ საცვლები ეცვა. მისი ცხედარი ავტობუსის გაჩერებასთან, დუბაის სასამართლოს მოპირდაპირე მხარეს იპოვეს.

იქვე იმყოფებოდა კიდევ ერთი, 24 წლის ქალბატონი, რომელიც ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით მიცვალებულის გვერდით იწვა, თუმცა როგორც გამოცემა წერს, ის სავარაუდოდ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მასთან კონტაქტის დამყარება სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს, რადგან ის მხოლოდ ქართულად ლაპარაკობდა. გამომძიებლების დასახმარებლად ადგილზე თარჯიმანი გამოიძახეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგონას ცხედარს შუბლზე მცირე ზომის ჭრილობა და სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა, რაც არ გამორიცხავს, რომ იგი ან დაეცა, ან ახალგაზრდა ქალს დაარტყეს.

ამ დროისთვის ცხედარი სასამართლო ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

მომხდარზე წერს კიდევ ერთი ადგილობრივი გამოცემა, რომელიც ასევე საუბრობს ვერსიაზე, რომ შესაძლოა გოგონა, რომლის ცხედარიც გამთენიისას აღმოაჩინეს გააუპატიურეს.

banner
წინა სტატიაშისოციალური ქსელის მომხმარებლები მუმიას დროში მოგზაურობის შესახებ საუბრობენ
შემდეგი სტატიასაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და გერმანიის ფედერალური შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი განცხადება