“უარესები უნდა მეთქვა”- გოგი თოფაძე პირდაპირ ეთერს ითხოვს

ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარე გოგი თოფაძემ ჟურნალისტები საკუთარი კაბინეტიდან გააძევა და პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე განმარტებებს არ აკეთებს.

როგორც თოფაძემ აღნიშნა, ის კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა, მზადაა ამ საკითხზე ნებისმიერი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ისაუბროს.

“უარესები უნდა მეთქვა, სხვა რაიმეს თქმას მე არ ვაპირებ, შემიძლია პირდაპირ ეთერში დავჯდე და დეტალებზე ვისაუბრო. მორჩა, მეტს მე აღარ ვიტყვი, კომენტარს აღარ ვაკეთებ”,- აღნიშნა გოგი თოფაძემ, რომელმაც ჟურნალიტებს საკუთარი სამუშაო კაბინეტი დაატოვებინა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტის წლიური მოხსენების შემდეგ, გოგი თოფაძემ გიორგი მარგველაშვილი ქართველი ხალხის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

გოგი თოფაძის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა ქართველი ერი “დაუნებად” მოიხსენია. მოგვიანებით, გოგი თოფაძემ “პირველი TV”-ს პირდაპირ ეთერში მარგველაშვილის მიერ “ქართველების დაუნებად მოხსენიების” მტკიცებულება წარადგინა. თოფაძის განცხადებით, პრეზიდენტმა ქართველ ხალხზე ცუდ კონტექტსში, წლების წინ, ჟურნალში “დრო მშვიდობისა” დაბეჭდილ სტატიაში ისაუბრა.

banner
წინა სტატიაში“კრიზების საბჭოსა და უშიშროების საბჭოს გაერთიანება არასწორი იქნება”
შემდეგი სტატია“თოფაძის განცხადება ყველანაირ დასაშვებ ზღვარს სცდება”