უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის – თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა მოახდინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის, დიდი ოდენობით სომხური წარმოების სიგარეტის ,,BLACK TIP’’-ის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაცია. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები დააკავა უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით , რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაში„აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო
შემდეგი სტატიაძალა ნდობას – შს სამინისტრო სოციალურ კამპანიას განაგრძობს