უაქციზო სიგარეტის გატანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, უპრეცენდენტო რაოდენობის აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის, საბაჟო კონტროლისგან მალულად საზღვარზე გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსით, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო გამშვები პუნქტი, ,,სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაზიდეს 25 989 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ,,Master’’-ი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები საზღვრის კვეთის დროს დააკავა, ხოლო კონტრაბანდული თამბაქო ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებულებს 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშიქართული წარმოების მილებს ამერიკის ბაზარზე გაყიდიან
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე : ვეცდებით, ვაიძულოთ ხელისუფლება კონსტიტუციით დაამკვიდროს სამართლიანი საარჩევნო სისტემა