კახა კაალძე: უამრავი პრობლემაა ქვეყანაში

kaladze

kaladzeგასაკეთებელი კიდევ ბევრია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გასული წლის განმავლობაში მთავრობის საქმიანობის შეჯამებისას განუცხადა.

აღნიშნულის მიუხედავად, ენერგეტიკის მინისტრი საერთო ჯამში მთავრობის მუშაობას პოზიტიურად აფასებს.

“უამრავი რეფორმა, უამრავი პროექტი განხორციელდა. ალბათ იყო შეცდომებიც, უშეცდომო ადამიანი წარმოუდგენელია, მით უმეტეს, როცა ასეთ მნიშვნელოვან საქმეებს ვაკეთებთ. მე დადებითად შევაფასებდი მთავრობის მუშაობას ამ ორი წლის განმავლობაში, თუმცა ვფიქრობ, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, უამრავი პრობლემაა ქვეყანაში. ძალიან უჭირს საქართველოს მოსახლეობას, სოციალური ფონი არის მძიმე და ძალიან ბევრი იქნება სამუშაო 2015 წელს იმისთვის, რომ მოქალაქეების მდგომარეობა გაუმჯობესდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიასაქართველოს პატრიარქი – ცხოვრების გზაზე ჩვენ შეიძლება განსაცდელი შეგვხვდეს, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ