უამრავი არგუმენტი მეტყველებს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის უპირატესობაზე – კობახიძე

დისკუსიისას წარმოდენილი იქნა უამრავი არგუმენტი, რომელიც მეტყველებს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის უპირატესობაზე იმ სისტემაში, რომელიც წარმოდგენილია ახალ რედაქციაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საკონსტიტუციო კომისიის ორი სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომისიის მიზანი არ ყოფილა პრეზიდენტის სტატუსის და უფლებამოსილების შეზღუდვა, რასაც ადასტურებს საკონსტიტუციო ცვლილების შემოთავაზებული რედაქცია, რომელიც პრეზიდენტს ეხება.

”იყო ბევრი საუბარი იმასთან დაკავშირებით, თითქოს კომისიის მიზანი იყო პრეზიდენტის სტატუსის და უფლებამოსილების შეზღუდვა. სტატუსი რჩება ზუსტად ისეთი, როგორიც არის განსაზღვრული დღეს მოქმედი კონსტიტუციით, ანუ საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი, წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში. სტატუსი არ იცვლება, უფლებამოსილების კუთხით კი გვაქვს ცვლილებები იქ, სადაც ამას მოითხოვს იურიდიული ლოგიკა. ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით დისკუსია ვენეციის კომისიის ექსპერტებთან და მათ სრულად დაუჭირეს მხარი იმ ცვლილებებს, რომელიც ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის ნაწილში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული.

”პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით გვქონდა სერიოზული დისკუსიები კომისიისა თუ სხვა ფორმატებში. წარმოდენილი იქნა უამრავი არგუმენტი, რომელიც მეტყველებს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის უპირატესობაზე იმ სისტემაში, რომელიც წარმოდგენილია და ამას ეფუძნება სწორედ ის ცვლილება, რომელიც შემოთავაზებულია საკონსტიტუციო პროექტით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისასამართლოს დარღვევები არ დაუდგენია, ასეთ გადაწყვეტილება არ არსებობს…მორიგება შედგა- ხიდაშელი ძოძუაშვილის საქმეზე
შემდეგი სტატიასაფრანგეთის საგარეო უწყება: G7-ში რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ერთობა არ არის