უამინდობის გამო 112-ში 500-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრში 24 საათის განმავლობაში უამინდობის გამო 500-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. შიდა ქართლის რეგიონში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხეებისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები თბილისში, რუსთავში, ხაშურში, სურამში, თელავსა და გურჯაანში მიმდინარეობდა.

დიდთოვლობის გამო კობი-გუდაურის საავტომობილო გზაზე ჩარჩენილ მოქალაქეებს მაშველებმა დახმარება აღმოუჩინეს.

მაშველებმა ასვე 5 ადამიანი გადაარჩინეს. რთული ვითარების მიუხედავად, მდინარე რიონზე სამაშველო ტექნიკის გამოყენებით, მაშველებმა ოთხი მამაკაცი და ერთი ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაში“ცოტა ხანში ალბათ, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის მშენებლობაზე დამკითხავენ”
შემდეგი სტატიაკითხვები ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, გამოძიების საკითხია” – თეა წულუკიანი პანკისის სპეცოპერაციაზე