უამინდობა აჭარაში – თოვლმა და სეტყვამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

აჭარის მაღალმთიანეთში უამინდობაა. თოვლის მაღალი საფარის გამო ხულოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგია დილიდან არ მიეწოდება, რის გამოც საბავშვო ბაღების ნაწილი დახურულია. პრობლემები შეიქმნა ქობულეთში, ბათუმსა და ხელვაჩაურშიც, სადაც სეტყვამ მოსავლის ნაწილი დააზიანა.

ხულოს დაბლობში თოვლის საფარი 15სმ-ს, ხოლო მაღალმთიან სოფლებში 30სმ-ს აღწევს. გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 60 სმ-ია.

ხულოს გამგეობაში საგანგებო სხდომა გაიმართა. გამგებლის ინფორმაციით რაიონის შიდა გზებზე მოძრაობა არ შეფერხებულა, გოდერძის უღელტეხილზე კი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში(video) ირაკლი ნადარეიშვილი : მოლაშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება
შემდეგი სტატიამოსკოვში Amnesty International-ის ოფისი დახურეს