უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს და უნალექო ამინდი იქნება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უახლოესი სამი დღის განმავლობაში, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს უმეტეს რაიონებში ცვალებადი მიმართულების ქარი იქროლებს, ხოლო 27-28 ნოემბერს, აღმოსავლეთის მიმართულების ქარი – 10-15 მეტრი წამში.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დღეს დასავლეთ საქართველოში 13 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, აღმოსავლეთ საქართველოში 14, ხოლო თბილისში 10 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.

27 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში ღამით ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი, მაქსიმალური ტემპერატურა 17 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით -5, დღისით 12, თბილისში კი ღამით -1, დღისით 10 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოში 28 ნოემბერს ღამით 3, დღისით კი 20 გრადუსი სითბო იქნება. აღმოსავლეთში ღამით -1, დღისით 14, თბილისში ღამით -1, დღისით 13 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უნალექო ამინდი 30 ნოემბრამდე შენარჩუნდება.

banner
წინა სტატიაშიფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: წინააღმდეგი ვართ ეს მთავრობა იყოს ჩვენი ქვეყნის მთავრობა