უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

19-20 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ამის შესახებ “თაიმერს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოდან აცნობეს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 21 აგვისტოდან საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთში კი – 34-36 გრადუსამდე.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უახლოეს დღეებში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა 33-35 გრადუსი იქნება.

18 აგვისტოს მაქსიმალური ტემპერატურა 1913 წელს +38.0 გრადუსი დაფიქსირდა, მინიმალური – 1923 წელს +10.3 გრადუსი.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მშრალ შიმშილობას აგრძელებს
შემდეგი სტატიაისნის ბაზრობის ჯიხურების მეპატრონეებსა და “ტრანსსერვისის” იურისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა