უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება და 150-დან 300-მდე ნეშტის გადმოსვენება მოხდება

უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება და 150-დან 300-მდე ნეშტის გადმოსვენება მოხდება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც ბაბუშერას აეროპორტში გარდაცვლილთა ნეშტებია დასვენებული.

სოზარ სუბარის თქმით, უკვე გადმოსვენებულთა ნეშტებიდან დაახლოებით 12-ის ამოცნობა მოხდება უახლოეს პერიოდში, ხოლო შემდეგ უკვე 20-ის იდენტიფიცირებას ელოდებიან.

სუბარმა ჟურნალისტებს უკვე იდენტიფიცირებულთა გვარები გააცნო, რომლებსაც დღეს დაკრძალავენ: ბარბაქაძე ავთანდილი, ჭელიძე გოჩა, გამგებელი ბადრი, გოცირიძე ელგუჯა, ყაყაჩოველი ზაქარია, ხაინდრავა ემზარი, ოქრუაშვილი ზურაბი, ჟორჟოლიანი დავითი, დაჩიბერიძე ავთანდილი და სოლოღაშვილი დავითი.

“ბუნებრივია, ისინი დღემდე მშობლიურ მიწაში განისვენებდნენ, უბრალოდ არავინ იცოდა მათი ადგილსამყოფელი. მათ მშობლებს, შვილებს და ოჯახებს არ შეეძლოთ მისულიყვნენ და პატივი მიეგოთ გარდაცვლილებისთვის. დღეიდან გვეცოდინება სად არიან დაკრძალული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და მათი ოჯახებისთვის. ეს პროცესი მიმდინარეობს და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის “წითელ ჯვარს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, მთავარი არის ამ ადამიანების დახმარება და არა ის, რომ ვინმემ ამით პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს.

სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის ნეშტია დასვენებული. მათ დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
.

banner
წინა სტატიაშიზვიად კუპრავა: პატრულს ეუბნებიან, რომ მათ კონკრეტული რაოდენობის ჯარიმა უნდა გამოწერონ კონკრეტული მუხლით
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: სწორედ ამ გმირებზე დგას სახელმწიფო