(video) უახლოეს ხანში ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია იქნება მიღებული

ა12თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო, ამბოხებულებმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადეს. Reuters-ის თქმით, შესაბამისი განცხადება TRT-ზე გამოქვეყნდა. განცხადებაში სამხედრო მოსამსახურეებმა დააზუსტეს, რომ უახლოეს ხანში ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია იქნება მიღებული.
თურქეთში სახელმწიფო ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. დაბლოკილია “ფეისბუქი” და “ტვიტერი”, გარდა ამისა, მიუწვდომელია უმსხვილესი საინფორმაციო სააგენტო Anadolu.

რამდენიმე საათის წინ ქვეყნის პრემიერ-მინსიტრმა ბილანი იილდირიმმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა. მისი თქმით, სამხედროების ნაწილმა “გამოიყენეს უფლებამოსილება იარაღის შეასხებ და უპასუხისმგებლო და არაკანონიერ მოქმედებებს სჩადიან”. მან ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
თურქეთის პრეზიდენტმა სკაიპით ხალხს “დემოკრატის დასაცავად” ქუჩის აქციებისკენ მოუწოდა.

სტამბოლში ტანკები მოძრაობენ.
რამდენიმე ხნის წინ პოლიციამ ბოსფორის ორივე ხიდზე მოძრაობა შეწყვიტა.
იტყობინებიან, ასევე თურქეთის გენშტაბთან მიმდინარე სროლებზე, სადაც დიდი ოდენობით სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული. საჰაერო პატრულორებას ახდენენ თვითმფრინავები და ვეტმფრენები.
ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიკეტა.

https://youtu.be/gphwgqsJ8Eg

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი კოპლატაძე, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიათუქრეთის პრეზიდენტი ერდოღანი მარმარისში იმყოფება