უახლოეს დღეებში, წვიმიანი ამინდი და შედარებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი

უახლოესი დღეების განმავლობაში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, წვიმიანი ამინდი და შედარებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  ხვალ დასავლეთ საქართველოში წვიმა, აღმოსავლეთში კი – უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. რაც შეეხება დედაქალაქ თბილისს, სინოპტიკოსები ხვალ თბილისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დედაქალაქში ხვალ ჰაერი 17 გრადუსამდე გათბება.

მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 12-17, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 15-20 გრადუსი იქნება.

16-17 ნოემბერს, საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის, თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში 7-12 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 9 გრადუსამდე დაიკლებს.

17 ნოემბერს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ზოგან კი, ძლიერი 17-22 მეტრი წამში.

banner
წინა სტატიაშიგლდანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაპარლამენტო თანამდებობების გაანაწილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ირაკლი კობახიძე გააკეთებს