უახლესი ამერიკული გემი ღია ზღვაში გაფუჭდა

ამერიკული სანაპირო დაცვის გემი Milwaukee, რომელიც ექსპლოატაციაში ნოემბრის ბოლოს შევიდა, შუა ზღვაში პატრულირებისას ჩაქრა და მისი ზღვიდან გამოყვანა ჩასაბმელებით მოხდა.
უწყების მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაზიანებები მცირე ნაწილაკების ზეთის ფილტრში მოხვედრამ გამოიწვია. მისი ოპერატიულად შეკეთება ვერ მოხერხდა.
ჯერჯერობით სპეციალისტები არ ამბობენ, გემის შეკეთებას რამდენი ხანი დასჭირდება.
Milwaukee 21 ნოემბერს შევიდა ღია ზღვაში. ის სამხედრო სასაზღვრო გემია, რომელიც Milwauke Freedom კლასს განეკუთვნება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული პრემიის ქართველი ლაურეატები
შემდეგი სტატიათბილისში ხვალ ჩინეთიდან წამოსული პირველი მატარებელი შემოვა