წვევამდელი ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეძლებენ

სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს რეფორმების ფარგლებში წვევამდელი ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეძლებენ. რეფორმის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის გიორგი მღებრიშვილის თქმით, ეს რეფორმა მოაგვარებს იმ ახალგაზრდების პრობლემას, რომლებიც რელიგიური თუ სხვა მოსაზრებებით უარს ამბობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე.

„სავალდებულო სამხედრო სამსახური შესაძლებელი იქნება წვევამდელებმა მოიხადონ ჩვენს სამსახურში.

ახალგაზრდების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რომლებიც უარს აცხადებენ რელიგიური თუ სხვა მოსაზრებით სავალდებულო სამხედრო სამსახურზე.

ჩვენ მათ ვთავაზობთ, ალტერნატიულ სამსახურს, რომელიც ჩაეთვლებათ სავალდებულო სამხედრო სამსახურში“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხაშურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
შემდეგი სტატია,,ასე ესმით დემოკრატია, დებატებიც ასე ესმით, რომ მარტო თვითონ უნდა ილაპარაკონ”-გიორგი აბაშიშვილი