ამ წუთებში ნატანებიდან ივანიშვილის წაბლის ხე გადააქვთ-სოფელს შუქის მიწოდება უკვე შეუწყდა

საქართველოს ექს პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი კიდევ ერთი ხე, ნატანებიდან შეკვეთილში გადააქვთ.
ნატანებელი ქ. კახურაშვილისგან 5 ათას დოლარად შეძენილი 115 წლის წაბლის ხის ტრანსპორტირება რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.ხის გადატანის გამო, საპატრულო ეკიპაჟებს გადაკეტილი აქვს ოზურგეთი-ურეკის საავტომობილო გზა. გადაადგილება აღნიშნული მიმართულებით, მხოლოდ შემოვლითი გზითაა შესაძლებელი.
როგორც “გურიის მოამბესთან” ადგილობრივები აცხადებენ, სწორედ ამ მიზეზით, სოფელს შუქის მიწოდება უკვე შეუწყდა.
რაც შეეხება წაბლის ხეს, როგორც ისინი ჩვენთან საუბრობენ, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხეა, რაც ბიძინა ივანიშვილს ნატანებიდან მის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად შეუძენია:
‘პირადად ნახა ეს ხე. ძალიან მოწონა. მართლა ულამაზესია. რამდენიმე წლის წინ, ხე ოჯახის უფროსმა გადამორა, მერე რამდენიმე ახალი ნერგიც ამოიყარა და ისე ლამაზ არის ეს ახალი ნერგები, საოცარი სანახავია. როცა ივანიშვილს უნახავს ეს ხე, როგორც მაშინ ამბობდნენ, უთქვამს ასაკის გამოც ვიყიდდი, მაგრამ ამის სილამაზით უფრო მოვიხიბლეო. 5 ათასი დოლარი გადაიხადაო, ჩვენ ასე ვიცით. იქნებ ოჯახს მეტიც კი მისცა, რა ვიცით”-გვეუბნებიან ქვემო ნატანებლები. აღნიშნული წაბლის ხის უკვე ყოფილი მეპატრონე იმ პედაგოგის მეზობლად ცხოვრობს, რომლისგან შეძენილი 2 საუკუნოვანი წიფელი გადატანის დროს შუაზე გადატყდა.
ხის ტრანსპორტირებას კომპანია “ზიმოსთან” ერთად თურქული კომპანიაც აწარმოებს.

წყარო: ” გურიის მოამბე”

banner
წინა სტატიაშიასლან აბაშიძის სეპარატისტული ხელისუფლების მხარდამჭერებით აკომპლექტებენ დღეს აჭარის ხელისუფლებას
შემდეგი სტატიანატანებში საპატრულო პოლიციამ ჟურნალისტებს ხის გადატანის პროცესის გადაღება აუკრძალა