წულუკიანს და გომელაურს პარლამენტში იბარებენ

საპარლამენტო ოპოზიცია, „ევროპული საქართველო“ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს.

“პარლამენტში მოვიდეს ერთი მხრივ, სუს-ის ხელმძღვანელობა და მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რათა მათ მისცენ განმარტება მთელ რიგ კითხვებთან დაკავშირებით. კერძოდ – იყო თუ არა ნამდვილად ჩატაევი ამ ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული. თუ იყო, როგორ მოხვდა ის საქართველოში, როგორ მოხვდა ეს ჯგუფი ზოგადად საქართველოში და რა მიზნებს ისახავდნენ ისინი, აპირებდნენ თუ არა ტერაქტის მოწყობას, როგორ შემოიტანეს მათ იარაღი საქართველოში. ეს არის კითხვები, რომელზეც ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხები საჯაროდ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაში“ეს გააგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს დეგრადაციის პროცესს“- გოცირიძე საკონისტიტუციოში
შემდეგი სტატიაგამოძიების დასრულებისთანავე, ამ თემაზე პარლამენტში მოსმენა გაიმართება- სესიაშვილი სპეცოპერაციაზე