“წულუკიანს აღარ აქვს მორალური უფლება, კიდევ ერთი მთავარი პროკურორი შეარჩიოს” – მიხეილ ბენიძე

იუსტიციის მოქმედ მინისტრს აღარ აქვს მორალური უფლება, რომ კიდევ ერთი მთავარი პროკურორი შეარჩიოს იმიტომ, რომ არცერთი წინა პროცესი არ დასრულდა პოზიტიურად – აცხადებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე. მისი თქმით, წულუკიანი არ არის იმ მოვლენების ადეკვატური, რაც დღეს ქვეყანაში ვითარდება.
„ბოლო დღეების განმავლობაში პირველად არ არის, როდესაც ვხედავთ, რომ იუსტიციის მინისტრი არ არის ადეკვატური იმ მოვლენებისა, რაც ქვეყანაში ვითარდება. იმ ფონზე, როდესაც საზოგადოების სრული კონსესუსი არსებობს მთავარი პროკურორის მიმართ უნდობლობაზე და გადადგა ეს ადამიანი, ქალბატონი თეა წულუკიანი კვლავაც მადლობას უხდიდა მას გაწეული საქმიანობისთვის. ის ადეკვატურად ვერ აფასებდა იმ გამოწვევებს, რაც პროკურატურასა და მთლიანად მართმსაჯულების სისტემაში არსებობს. გარდა ამისა, მართმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ინიციატივა საერთოდ არ ყოფილა. როგორც ჩანს, იუსტიციის სამინისტროს მიაჩნია, რომ რეფორმების კუთხით მეტი ნაბიჯი გადასადგმელი არ არის. ამ პროცესში, მოქმედ მინისტრს აღარ აქვს მორალური უფლება, რომ კიდევ ერთი მთავარი პროკურორი შეარჩიოს იმიტომ, რომ არცერთი წინა პროცესი არ დასრულდა პოზიტიურად,“ – განაცხადა მიხეილ ბენიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის საგანგებო განცხადება: ივანიშვილი ამზადებს დიდ დარტყმას საქართველოს საერთაშორისო პოზიციების წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიიდან მწყემსი გაიტაცეს