„წულუკიანის საქმიანობა ქვეყნის რეპუტაციას უქმნის პრობლემებს და ბევრს არც მმართველ გუნდში უყვარს“ – ეკა გიგაური

საქართველოს იუსტციის მინისტრის თეა წულუკიანის ინტერვიუს „იმედის კვირასთან“ სარასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ეხმაურება. გიგაური სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ სტატუსს აქვეყნებს:

“ძალიან მოკლედ რა გავიგეთ თეა წულუკიანის ინტერვიუდან. გარდა იმისა, რომ ის საზოგადოებას ბევრ მცდარ და არასრულ ინფორმაცას აწვდის, რაზეც დაწვრილებით კიდევ ვისაუბრებთ ჩვენ განცხადებებში მომავალში. ის ამბობს, რომ :

1. ეკა გიგაურმა ჯერ პარტია უნდა გააკეთოს და მერე გველაპარაკოსო. ისე უფლება არ მაქვს თურმე მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ხელისუფლების კრიტიკის უფლება

2. მურუსიძე, რომელსაც დახურულ კარს მიღმა ხვდებოდნენ და საჯაროდ სისტემის მსხვერპლს ეძახდნენ, თურმე არ მოწონს, მაგრამ არასამთავრობოებმა დამატოვებინესო.

3. ეკა გიგაური იგებს საქმეებს სასამართლოში, ამიტომ უნდა დავტოვოთ ჩინჩალაძე, მურუსიძე და არავინ უნდა მოითხოვოს მათი სასამართლოდან გაშვება ამის გამო. არც მოლაშვილის მოსამართლის სისტემაში უვადოდ დარჩენაა პრობლემა, თუკი ეკა გიგაური მიწის საკუთრების და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების დავებს იგებს ჩვენი მოქალაქეებისთვის.

4. შოთაძე კარგი პროკურორი იყო. მერე რა, რომ რეალური პროკურორი, გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძე იყო. მერე რა, რომ უამრავი გახმაურებული საქმე გამოუძიებელია. მერე რა, რომ სარალიძის ტრაგედია მოხდა და ეს კაცი 6 თვე ევედრებოდა პროკურატურას საქმის ობიექტურად გამოძიებას. ისე კი შოთაძის ამდენ ქებას ამდენჯერვე სამძიმარი ეთქვა ბატონი ზაზა სარალიძისთვის. სულ ცოტა უხერხულია ეს ყველაფერი.

5. წავა, თუ გაუშვებენ.

პ.ს. მესამე სექტორიდან თურმე არ გაქვს უფლება ჩავარდნილ, ვერ ან არ გატარებულ რეფორმებზე პასუხი მოთხოვო თანამდებობის პირს. არასამთავრობოები ვისაც უნდა და როცა უნდა მაშინ გააკრიტიკებენ – ეს მინისტრების საქმე არ არის, მითუმეტეს როცა ამ მინისტრის საქმიანობა ქვეყნის რეპუტაციას უქმნის პრობლემებს და ბევრს არც მმართველ გუნდში უყვარს

მოკლედ კარგი ინტერვიუ იყო. მე ყველაფერი გავიგე“, – წერს ეკა გიგაური

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე პარლამენტის წინ ავტომობილის უკანონო გაჩერებისთვის დააჯარიმეს
შემდეგი სტატია“გახარია აუცილებლად უნდა წავიდეს სახლში…ვითხოვ ასევე თეა წულუკიანის გადადგომას… ვინმეს სჯერა, რომ შოთაძემ არ იცოდა ეს საქმე როგორ იკერებოდა?”