(video) წულუკიანი ხოშტარიას: მე რომ წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე „ძველბიჭობდით“

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის“ კითხვებზე სერიოზული პასუხების გაცემა უჭირს.

პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, „ნაცმოძრაობის“ დეპუტატი ელენე ხოშტარია „რუსთავი 2“-ის საკითხით და ამ თვალსაზრისით, თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადებებით დაინტერესდა.

„გილოცავთ, რომ მავანს გაემიჯნეთ, რომელიც საქართველოსთან კავშირის დამყარებას გრვირაბის მეშვეობით აპირებდა. თქვენს კითხვებზე სერიოზული პასუხის გაცემა მიწევდა. ბავშობაში არც „ძველბიჭობაში“ გეჯიბრებოდით, მაშინ წიგნს ვკითხულობდი. როცა მე წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე „ძველბიჭობდით“. გისამძიმრებთ, რომ სანდრო გირგვლიანის მეგობარი მანდ ზიხართ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც ირინა ენუქიძის ხსოვნას უღალატა და ოთარ კახიძის გვერდით ზის. ქალბატონო ეკა, მიეჩვიეთ, ეს „ძველბიჭობის“ დაწყებაა“, – მიმართა წულუკიანმა ეკა ბესელიას.

ელენე ხოშტარიამ წულუკიანს კორექტულობისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ მისი საქმე მორალის კითხვა არ არის.

 

https://youtu.be/cZvedmDZCbw

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრი: „ქალების ე.წ. წინადაცვეთა სპეციალური მუხლით დაისჯება“
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: „პროკურატურის რეფორმა უნდა გაგრძელდეს“