წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. პილიგრიმები იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძართან დილიდან შეიკრიბნენ.

ტრადიციულად, კუვუკლიაში შესვლამდე იერუსალიმის მართლდამიდებელი პატრიარქი სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებმა საგანგებოდ გაჩხრიკეს, რის შემდეგაც თეოფილე მესამემ წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის ილოცა.

წმინდა ცეცხლს პირველი მაცხოვრის დაბადების ადგილას ბეთლემში ჩაიტანენ, რის შემდეგაც მას ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში გაავრცელებენ.

წმინდა ცეცხლს საქართველოშიც ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.

banner
წინა სტატიაშიკალიფორნიაში დონალდ ტრამპის მიმართვა საპროტესტო აქციის გამო გადაიდო
შემდეგი სტატიამართლმადიდებელი სამყარო ხვალ უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს