“წლების მანძილზე ყველაზე სისხლიანი დღე”: ღაზის სექტორში ისრაელის საზღვართან მოკლული პალესტინელები დაასაფლავეს

ღაზის სექტორში პალესტინელები დაასაფლავეს, რომლებიც ორშაბათს 2014 წლიდან ისრაელი-პალესტინას საზღვარზე მომხდარი ყველაზე სისხლიანი შეტაკებებისას დაიღუპნენ – 58 ადამიანი გარდაიცვალა ორშაბათს, როცა ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა პალესტინელებს, რომლებიც საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ, ცეცხლი გაუხსნეს. სამშაბათს ცნობილი გახდა კიდევ ერთი გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ – 51 წლის პალესტინელზე. სამშაბათს საზღვრის ორივე მხარეს სიმშვიდე იყო, პალესტინელები კი დაღუპულ ნათესავებს გლოვობდნენ.

პროტესტი პალესტინელების მასობრივი გადასახლებიდან 70 წლისთავს ეხებოდა, რაც1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნის გამო მოხდა, რასაც, შემდეგ არაბულ-ისრაელის ომიც მოყვა.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ახალ არეულობებს უპასუხონ, თუკი ის ისევ დაიწყება, მაგრამ პალესტინელებმა პროტესტი არ გააგრძელეს.

არეულობების დღეს, ორშაბათს იერუსალმიში აშშ-ს ახალი საელჩოს შენობა გაიხსნა. ეს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამის გადაწყვეტილება იყო, რამაც პალესტინელების აღშფოთება გამოიწვია – ისინი იერუსალიმს თავიანთი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად თვლიან. პალესტინის ოფიციალურმა პირებმა საზღვარზე მომხდარ შემთხვევას სასაკლაო უწოდეს და განაცხადეს, რომ დაღუპულების გარდა დაჭრილების რაოდენობა 2700-ზე მეტია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიახუმ განაცხადა, რომ ჯარისკაცები აუცილებელი თავდაცვის ფარგლებში მოქმედებდნენ და თავს იცავდნენ “ჰამასის” დაჯგუფების თავდასხმისგან, რომლებიც ისრაელის განადგურებისკენ ისწრაფვიან. ისრაელის სამხედროებმა თქვეს, რომ მიზანში ესროდნენ იმ პირებს, რომლებიც მოქმედებდნენ, როგორც ტერორისტები. მათი თქმით, ბოევიკები საზღვრის გადალახვას აპირებდნენ.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ ისრაელის მთავრობა მკაცრად გააკრიტიკა. “თვითონ ფაქტი, საზღვართან მიახლოვება, ისეთ მოქმედებას არ ნიშნავს, რომელიც სხვის სიცოცხლეს ემუქრება , ამიტომ, მსგავს შემთხვევაში სროლას გამართლება არა აქვს” – ჟენევაში განაცხადა რუპერტ კოლვილმა. მისი თქმით, საერთაშორისო კანონმდებლობით, ცეცხლი უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაიხსნას.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლის მაჰმუდ დახერის ინფორმაციით, დაჭრილთა უმეტესობას ტყვია ქვედა კიდურებში აქვს მოხვედრილი.
ისრაელმა განაცხადა, რომ ორშაბათს დაახლოებით 40 ათასმა პალესტინელმა მიიღო მონაწილეობა ძალადობრივ არეულობებში საზღვრის 13 პუნქტში. მათი თქმით, პალესტინელები საზღვრიდან ქვებს ისროდნენ. თავდაპირველად, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რომელიც დრონიდან გაავრცელეს. ასევე, ისარელის განცხადებით, პალესტინელების მხრივ “მოკლულია მინიმუმ 24 ტერორისტი, რომელთა ტერორისტული მოღვაწეობა წარსულში კარგად არის აღწერილი დოკუმენტებში”.

პალესტინელები საპროტესტო აქციას ბოლო 7 კვირის მანძილზე ატარებდნენ სახელწოდებით “დაბრუნების დიადი მარში”.
“ყველა ქვეყანას აქვს ვალდებულება, დაიცვას საკუთარი საზღვრები” – ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
რეგულარული პროტესტის ორგანიზატორი “ჰამასი” არ ყოფილა, თუმცა, მარშის დაწყების შემდეგ, ისინი რეგულარულ მონაწილეობას იღებდნენ მსვლელობებში.
სამშაბათს ღაზის უმსხვილეს საავადმყოფოებში სისხლის ჩაბარებაზე რიგი იდგა. ყველა მათგანს დაჭრილი თანამოქალაქეების დახმარება სურდა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა რაჯ შახმა განაცხადა, რომ ტრაგიკულ მოვლენებზე პასუხისმგებელია “ჰამასი”. აშშ-მ გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადება დაბლოკა, რომელმაც დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოწოდება გააკეთა. ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა ისრაელის სამხედროების მოქმედებების გამო შეშფოთება გამოხატეს. ტერეზა მეიმ მომხდარს “ტრაგედია” უწოდა, “რომელიც განგაშს აჩენს” და მოუწოდა, მომხდარი გასულდაგულოდ გამოიძიონ. “პალესტინელებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ, ჩვენ შეშფთებულები ვართ იმით, რომ ექსტრემისტული ელემენტები კანონიერი პროტესტის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ” – თქვა მეიმ. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საკუთარი ელჩი გაიწვიეს ისრაელიდან. თურქეთის პრეზიდენტმა კი თქვა, რომ ისრაელს არასდროს აპატიებს იმას, რაც ჩაიდინა. ერდოღანმა, ასევე აშშ-ს მოქმედება, იერუსალიმში საელჩოს გადატანის შესახებ, უარყოფითად შეაფასა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ბიზნესსექტორს მიმართავს, მიწისქვეშა პარკინგის პროექტის განსახორციელებლად იაქტიურონ
შემდეგი სტატია“ახალი ჟურნალისტიკის” დამფუძნებელი ტომ ვულფი გარდაიცვალა