წყნეთში სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშა დაურიგდათ

თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეშის დარიგება გრძელდება.

დღეს, წყნეთის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეშა ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილემ გიორგი ბირბიჩაძემ მიუტანა. შეშა დღეს რვა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მიიღო.

ამასთან, უხვი ნალექისა და ტემპერატურის ვარდნასთან დაკავშირებით, შეშით უკვე დაკმაყოფილდა კოჯრის სოციალურად დაუცველი რამდენიმე ოჯახი. უახლოეს დღეებში, მოთხოვნის შესაბამისად, შეშას კოჯრის, კიკეთის და დიდება-სამადლოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. აღნიშნულ დასახლებებში შეშით სულ 160 სოციალურად დაუცველი ოჯახი დაკმაყოფილდება.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას დავალებით, შეშა ეტაპობრივად თბილისის სხვადასხვა რაიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებსაც მიეწოდებათ.

banner
წინა სტატიაშისოფლის მეურნეობის მინისტრი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვედა
შემდეგი სტატიაძველ და ახალ შუამთაში ტურისტული ინფრასტუქტურა გაუმჯობესდება