წყლის მიწოდება თბილისის რამდენიმე უბანს ეტაპობრივად, 16:00 საათის შემდეგ აღუდგება

GWP

საბურთალოს რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე დაზიანების აღმოფხვრის პროცესს აკვირდებიან და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებასაც მოახდენენ.

გამგეობის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, დიდი დიღომში, მელიქ სურხავის ქუჩაზე ცენტრალური წყალდენის დაზიანების შესახებ ქალაქ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 3 მარტს, 07:00 საათზე შევიდა. მათივე თქმით, ინფორმაცია ავარიის თაობაზე პარალელურად გადაეცა კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზს, საბურთალოს რაიონის გამგეობასა და თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს.

“ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე წუთში საბურთალოს რაიონის გამგეობის საუბნო განყოფილების ხელმძღვანელი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ სასმელი წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი დაზიანების აღმოფხვრაზე სრულად არის პასუხისმგებელი კომპანია, „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“. საბურთალოს რაიონის გამგეობა დაზიანების აღმოფხვრის პროცესს დააკვირდება და მისი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო რეაგირებას მოახდენს”,-აცხადებენ გამგეობაში

კომპანია GWP -ის ინფორმაციით, დაზიანებული მილის შეკეთდება და წყლის მიწოდება თბილისის რამდენიმე უბანს ეტაპობრივად, 16:00 საათის შემდეგ აღუდგება.

შეგახსენებთ, ცენტრალური წყალდენი მელიქ სურხავის ქუჩაზე გამთენიისას დაზიანდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამშველო ბრიგადები, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბა ოპერატიულად დაიწყეს. მომხდარი ავარიის შედეგად დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიასა და მიწისქვეშა ავტოსადგომებში პარკირებული ავტომობილები. კომპანია GWP-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი სადაზღვევო კომპანია ვითარებას შეისწავლის და შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელებს ზარალს აუნაზღაურებს.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკური პარტიის წევრები პრემიერმინისტრს შეხვდებიან
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: ყველას მოუწოდა პრემიერმა საკუთრი პასუხისმგებლობების გააზრებისკენ