“წყაროს ამ პროცედურებში მონაწილეობა აქვს მიღებული”- ვინ მიაწოდა გვარამიას მოსამართლის თაღლითობის შესახებ ინფორმაცია

ფსიქიურად გაუწონასწორებელი ინტელექტუალური ხეიბარია

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, წყარო, რომელმაც მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თაღლითურ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა სანდოა, რადგან ის თავად მონაწილეობდა აღნიშნული საქმესტან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურებში. გვარამია მოუწოდებს იუსტიციის საბჭოს და მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს, რომ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე თავად ისაუბრონ ამ საკითხთან დაკავშირებით:

„წყარო არის აბსოლუტურად სანდო, იმიტომ რომ ამ პროცედურებში მონაწილეობა აქვს მიღებული, მაგრამ მე ამ წყაროს ვერ გავამხელ და არ გავამხელ. დოკუმანტაცია- ბურთი არის იუსტიციის საბჭოს მოედანზე და ქალბატონი გუჯაბიძის მოედანზე. ამ დოკუმენტრაციის გამოთხოვას აზრი არ აქვს იმიტომ რომ კონფიდენციალურია და იცავს მას კანონი, მაგრამ ამ პრივილეგიის დარღვევა შეიძლება მაღალი საჯარო ინტერესით. იუსტიციის საბჭოს მხრიდან და ქალბატონი ნათია გუჯაბიძის მხრიდან. გამოვიდეს და მოყვეს რაში იყო საქმე. რატომ მოატყუა სახელმწიფო , რომ არა აქვს ბინა, რატომ მიიღო სახელმწიფოსგან შესაბამისი ანაზღაურება და რატომ ქირაობდა დედის ბინას. თუ დედას ბინა აქვს ეტყობა დედა არც მისი ოჯახის წევრი არაა. რატომ ცხოვრობდა დედის ბინაში ისე რომ მას ფულს უხდიდა.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ასეთი მოწყვლადი და თაღლითი მოსამართლე „რუსთავი2“-ს არ სჭირდება.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2 წინააღმდეგია მისი საქმე თაღლითობაში შემჩნეულმა მოსამართლემ განიხილოს”
შემდეგი სტატიაბოლო რვა თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა მაღალი რანგის 18 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო