წყალდიდობის გამო ინდოეთსა და ნეპალში 1,6 მილიონი ადამიანი დაზარალდა

წყალდიდობის გამო ინდოეთსა და ნეპალში 1,6 მილიონი ადამიანი დაზარალდა

1ძლიერი წყალდიდობის შემდეგ, რომელიც გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია, ინდოეთსა და ნეპალში 1,6 მილიონი ადამიანი დაზარალდა -წერს Reuters-ი.
ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით წყალქვეშ მოექცა ასობით დასახლებული პუნქტი. “სიტუაცია ცუდიდან უარესისკენ ვითარდება. ბანაკებში მილიონზე მეტი ადამიანია გადაყვანილი” – განაცხადა ხელისუფლების წარმომადგენელმა კეშაბ მახანტამ.
მთავრობის მონაცემებით, კალაპოტიდან გადასულმა მდინარე ბრახმაპუტრამ 16-ზე მეტი რეგიონი დატბორა. მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა.

მეზობელ ნეპალში წყალდიდობამ მეწყერი გამოიწვია, რომლის შედეგადაც 58 ადამიანი დაიღუპა. მთავრობა სობით ათას ევაკუირებულ ადამიანზე ავრცელებს ინფორმაციას.

banner
წინა სტატიაშიდიანა ტრაპაიძე ადასტურებს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა
შემდეგი სტატიაერთდოლარიანი კუპიურები, ფეხტულახ გიულენის მომხრეებში გარკვეულ დაფარულ აზრს ატარებენ