წყალდიდობა იაპონიაში – დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი

მინიმუმ 64 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე უგზო-უკვლოდ დაიკარგა იაპონიის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობის გამო. წყლის დონე ისე სწრაფად იზრდებოდა, რომ ხალხმა სახლების დატოვება ვერ მოახერხა. წყალმა ზოგიერთები ცოცხლად დამარხა. ყველაზე მეტი მსხვერპლი ხიროსიმას პრეფექტურაშია დარეგისტრირებული, სადაც ხუთშაბათის შემდეგ გადაუღებლად წვიმს. წყალმა ასობით სახლი გაანადგურა, მილიონნახევარმა ადამიანმა საკუთარი სახლი დატოვა მთავრობის ბრძანებით, სამმა მილიონმა კი რეკომენდაცია მიიღო სახლი დატოვოს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში კალათბურთელი პოლიციასთან სროლის დროს დაიღუპა
შემდეგი სტატიალე პენის პარტიას სახელმწიფო დოტაცია შეუჩერეს