წყალბადის ბომბის გამო გაერომ სასწრაფო სხდომა მოიწვია

წყალბადის ბომბის გამო გაერომ სასწრაფო სხდომა მოიწვია

55გაეროს უშიშროების საბჭომ სპეციალური შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ კორეის განცხადების გამო, სადაც მათ დღეს დილით გაავრცელეს ინფორმაცია წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ. სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართება. მედიის თქმით, სხდომა იაპონიის და აშშ-ს თხოვნით იმართება.

თეთრ სახლში არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია ფხენიანის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა ნედ პრაისმა. ამასთანავე, მან დაამატა, რომ ვაშინგტონი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ნებსმიერ დარღვევას შეფესებას უკეთებს და კორეას მოუწოდებს მისი საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს.
იაპონიამ უკვე გაუგზავნა კორეას ოფიციალური პროტესტი – ავრცელებს “როიტერსი”.

“თუკი განცხადება წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ სინამდვილეა, ეს გაეროს რეზოლუციის უხეში დარღვევაა და პროვოკაცია, რომელსაც უპირობოდ უარყოფითად ვაფასებ” – დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილილ ჰამმოდმა.

ჩრდილოეთ კორეა წყალბადის ბომბის მონაცემებს აზუსტებს და იტყობინება, რომ ის 6 კილოტონა იყო.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პაკ კინ ხემ განაცხადა, რომ სეული გადამწყვეტ ზომებს მიიღებს ფხენიანის პროვოკაციაზე.

აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე 5,1 ბალის მიწისძვრა დააფიქსირა. სამხრეთ კორეის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ კი დააზუსტა, რომ ეპიდცენტრი იმ პოლიგონის ადგილმდებარეობას ემთხვევა, სადაც ფხენიანმა ბოლოს ატომური იარაღის გამოცდა ჩაატარა – 30 მილი პანგი-რისიდან.
აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა მიწისძვრის სიღრმე დაადგინა, ის ზედაპირიდან 10 კილომეტრშია.

ეჭვი იმის შეასხებ, რომ ფხენიანს წყალბადის იარაღი აქვს, კიმ ჩენ ინის გავრცელებული ციტატის შემდეგ გაჩნდა: “ჩვენ შევძელით გავმხდარიყავით უდიდესი ატომური სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია დაიცვას დამოუკიდებლობა და ჩვენი სამშობლოს ეროვნული ღირსება ატომური და წყალბადის ბომბებით”. მაშინ ივარაუდეს, რომ ჩრდილოეთკორეელი ლიდერი “რიტორიკულად საუბრობდა”.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია დავით ზალკანიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
შემდეგი სტატიადათო კირკიტაძის ძმის დაჭერა არის მთავრობის პოლიტიკურად მოტივირებული პროვოკაცია