წითელი ჯვრის კომიტეტი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პროცესი სტანდარტული პროცედურების სრული დაცვით მოხდა.

„დღეს, 2018 წლის 20 მარტს, შესაბამისი უწყებების მიმართვის საფუძველზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ), როგორც ნეიტრალური შუამავლის დახმარებით, მოხდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მოვლენების დაწყებიდანვე გამოთქვამდა მზაობას ჩართულიყო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების პროცესში. ორგანიზაციის საქმიანობა მხოლოდ ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურება.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელშეწყობითა და ცხედრის გადმოსვენების სტანდარტული პროცედურების სრული დაცვით მოხდა.

ამის შემდეგ, ოჯახის გადაწყვეტილების შესაბამისად, ცხედარი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ერგნეთში გადაეცა“, – აღნიშნულია წითელი ჯვრის აერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციაში.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალიდან რამდენიმე წუთის წინ გადმოასვენეს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილს სახლში ექსპერტიზის შემდეგ გადაასვენებენ
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი წილკანიდან თბილისში გაემგზავრა